среда, 4 мая 2016 г.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

მეცხრე ტრენინგ დღის რეფლექსია.

დღეს მოვაწესრიგე ჩემი პორტფოლიო ,დავასრულე მუშაობა  ყველა დოკუმენტზე. გამზადებული პორტფოლიო  ავტვირთე  გუგლის დისკზე. გავუზიარე ერთმანეთს ჩვენი პროექტის გეგმები და მოსაზრებები. ტრენინგი ნაყოფიერი გამოდგა. ვფიქრობ აქ მიღებულ გამოცდილებას წარმატებით გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.

вторник, 3 мая 2016 г.

მერვე ტრენინგ დღის რეფლექსია.

მერვე ტრენინგ დღეს მე დავასრულე პრეზენტაციაზე მუშაობა .თვალი გადავავლე ჩემს საქაღალდეს. ჩემს მიერ მოძიებული მასალებს მივუჩინე თავისი ადგილი. მოვაწესრიგე თითქმის ყველა მასალა. ძალიან  კარგი გამოვიდა და კმაყოფილი ვარ. 

понедельник, 25 апреля 2016 г.

მეშვიდე ტრენინგ დღის რეფლექსია.

მეშვიდე ტრენინგ დღეს გავეცანით  პრეზენტაციიის   შაბლონს. მოვიძიეთ ინტერნეტში  პრეზენტაციის მოსამზადებლად საჭირო ფოტო-ვიდეო მასალა, ინტერნეტ მისამართები გადავიტანეთ ციტირებულ დოკუმენტში და დავიწყეთ პრეზენტაციის  აწყობა.

среда, 20 апреля 2016 г.

მეექვსე ტრენინგ დღის რეფლექსია.

მეექსვსე ტრენინგ დღეს ჩვენ დავწერეთ  პრეზენტაციიის   სამოქმედო გეგმა, გავეცანით დროის მენეჯმენტს ,დავწერეთ ჩვენი პროექტის დროში, დასრულებული  სახე მივეცით პროექტის  გეგმას. შევიმუშავეთ სპეციალური საჭიროების და მაღალი  აკადემიური მოსწრების  მქონე  მოსწავლეებთან მუშაობის სტრატეგიები.

понедельник, 18 апреля 2016 г.

მეხუთე ტრენინგ დღის რეფლექსია.

მეხუთე ტრენინგ დღეს ვიმუშავე პროექტის შეფასების  გეგმაზე. გავეცანი სხვადასხვა პროექტის  შეფასების  გეგმის  ნიმუშებს, ვიმსჯელეთ და გავარჩიეთ თითოეული. შევიმუშავე  ჩემი პროექტის შესაბამისი შეფასების  გეგმა.  ავღწერეთ  შეფასების ინსტრუმენტები.      მეხუთე ტრენინგ დღე საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი  იყო, რაშიც  დიდი წვლილი ჩვენს ტრენერს ბატონ გიორგი  ხომასურიძეს  მიუძღვის.

среда, 13 апреля 2016 г.

მეოთხე ტრენინგ დღის რეფლექსია.

დავიწყეთ შეფასების ინსტრუმენტებზე  მუშაობა. შევარჩიე ისეთი  ინსტრუმენტები რომელიც დაეხმარება წინარე ცოდნის შეფასებასა და მოსწავლეთა  საჭიროებების დადგენაში. ვფიქრობ ძალიან გამომადგება სასწავლო პროცესის დროს.

მესამე ტრენინგ დღის რეფლექსია.

დღეს უკვე  შევარჩიე  თემა  და ამ თემის გარშემო დავიწყეთ მუშაობა. თემა საკმაოდ  საინტერესოა. შევურჩიეთ საგნობრივი სტანდარტები რომელიც მაღალი დონის სააზროვნო უნარებსა  და  21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევებზეა გათვლილი. ასევე  გავწერეთ სასწავლო  მიზნები. დღემ საკმაოდ ნაყოფიერად  ჩაიარა. 

пятница, 8 апреля 2016 г.

პირველი მოდულის რეფლექსია.

      განვიხილე და გავეცანი პროექტების სწავლების თავისებურებებს, ვიმუშავე  საპროექტო    თემის შერჩევაზე . ჩამოვყალიბდი  ჩემი  საგნის თემაზე. განვიხილე  ინტელის სახელმძღვანელო. შევქმენი  ჩემი პორტფოლიო. ვფიქრობ ტრენინგი არ გამიძნელდება და საინტერესო პროექტსაც შევქმნი.